საქართველო, ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #1

კონფიდენციალურობის/პერსონალურიმონაცემების

დაცვისგანაცხადი

კომპანიისშესახებ

კომპანიისსახელწოდება:შპს ასია ნეთ (შემდგომში, ასევე „ჩვენ“ ან „კომპანია“)

საიდენტიფიკაციოკოდი:445779818

მისამართი:საქართველო, ქალაქი ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, N1ა, სართული 5, სადარბაზო D, ბინა D405

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. ASIANET.GE

განაცხადი შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, რის თაობაზეც ინფორმაცია აისახება ჩვენ ვებ-გვერდზე და გაცნობებთ აღნიშნულის თაობაზე. დოკუმენტის პირველ გვერდზე მოცემულია განაცხადის განახლების უკანასკნელი თარიღი.

კონფიდენციალურობის/პერსონალურიმონაცემებისდაცვისგანაცხადისგავრცელებისფარგლები

წინამდებარე განაცხადი ვრცელდება:

  • ასია ნეთ-ის ფიზიკურ პირ აბონენტებზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმე აბონენტ(ებ)ზე), რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ძირითადი და დამატებითი მომსახურებებითა და პროდუქტებით;
  • ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიულ პირ აბონენტთან შრომის/მომსახურების ან სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებულ იმ ფიზიკურ პირ(ებ)ზე, რომლებიც ასია ნეთის და შესაბამის აბონენტ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობენ ჩვენი მომსახურებ(ებ)ით, აგრეთვე იმ სხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ ჩვენი მომსახურებ(ებ)ით (შემდგომში მომსახურებ(ებ)ით მოსარგებლე ფიზიკური პირი) (გთხოვთ, იხ. „მომსახურებ(ებ)ით მოსარგებლე ფიზიკური პირის“ სპეციფიკური პირობები);
  • იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ არიან ჩვენი მომხმარებლები (აბონენტები), არ იმყოფებიან ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, თუმცა მოგვმართავენ ჩვენი მომსახურების შეძენის და/ან ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ან წარმოადგენენ ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი აბონენტის საკონტაქტო პირს; შემოდიან ჩვენს ვებ-გვერდზე, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით შემოდიან ჩვენთან კომუნიკაციაში ან და/ან მონაწილეობას იღებენ ჩვენს გამოკითხვებში, აქციაში, გათამაშებაში.

თუ თქვენ სარგებლობთ/გეგმავთ ისარგებლოთ ჩვენი ერთი ან რამდენიმე მომსახურებით, იგულისხმება, რომ თქვენ გაეცანით და იზიარებთ წინამდებარე განაცხადის პირობებს.

ვინაიდან ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციის ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც შესაძლოა სარგებლობდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით - ე.წ „მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკური პირი“ (მაგალითად აბონენტის ოჯახის წევრი ან თანამშრომელი), თქვენ, როგორც ჩვენს აბონენტს/ხელშემკვრელ მხარეს, გთხოვთ, თქვენი პასუხიმგებლობის ფარგლებში, ასეთ პირებს მიაწოდოთ ინფორმაცია მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების, წინამდებარე განაცხადისა და მისი გაცნობის გზების თაობაზე.

წინამდებარეგანაცხადიარვრცელდებასხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებზე ან/და ვებ-გვერდებზე, რომელზეც წვდომა გაქვთ ასია ნეთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით; ასია ნეთი არ არის პასუხისმგებელი სხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებთან დაკავშირებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე.

განაცხადისმიზნები

წინამდებარე განაცხადის მიზანია:

  • განგიმარტოთ სამართლებრივი საფუძვლები, მიზნები და პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
  • გაგაცნოთ, როგორ ვაგროვებთ და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
  • გაცნობოთ, როგორ ვიცავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს;
  • მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.

ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების, ასევე წინამდებარე განაცხადში მოცემული და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

პერსონალურიმონაცემებისდამუშავებისპრინციპებიდაგარანტიები

  • მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
  • მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
  • მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
  • მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება/შენახვა განსაზღვრულია კანონმდებლობით და წარმოადგენს პროპორციულ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან /და დაზიანებისგან;

ასია ნეთი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს კანონიერი, წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლების, მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.

პერსონალურიმონაცემებისუსაფრთხოებისდაცვისგარანტიები

ჩვენ გვყავს სპეციალური უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც მუდმივად მუშაობს უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებაზე, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების საფუძველზე ჩვენ დანერგილი გვაქვს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელთა ეფექტურობის პერიოდული შეფასება ხორციელდება შიდა და გარე აუდიტის ფარგლებში.

პერსონალურიმონაცემებისდამუშავებისსაფუძვლებიდამიზნები

ჩვენვამუშავებთთქვენსპერსონალურმონაცემებსერთიანრამდენიმექვემოთმოცემულიკანონიერისაფუძვლით,კერძოდ :

  • ჩვენ შორის დადებული გარიგებით/ხელშეკრულებითგანსაზღვრულივალდებულებებისშესრულებისდა/ან თქვენი მოთხოვნის/განცხადების განხილვის საფუძვლით;
  • ჩვენი კანონიერი/ლეგიტიმურიინტერესებისდაცვისუზრუნველყოფის საფუძვლით;
  • ჩვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;
  • თქვენი თანხმობით.

ზემოთმოცემულისაფუძვლებით,თქვენიმონაცემებიშესაძლოადავამუშაოთშემდეგიერთიანრამდენიმეკანონიერიმიზნით :

  • თქვენ მიერ შეძენილი/არჩეული/მისაღები მომსახურებ(ებ)ის თქვენთვის მოწოდების მიზნით, მათ შორის, თქვენთვის განკუთვნილი და თქვენ მიერ წამოწყებული ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ინტერნეტ (მონაცემთა) ტრაფიკის ასია ნეთის და სხვა ურთიერთჩართულ (ლოკალურ და საერთაშორისო) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში გადაცემა/გადამისამართების უზრუნველსაყოფად;
  • თქვენი იდენტიფიცირების, თქვენთან ხელშეკრულების გაფორმებისა და თქვენი ანგარიშის/მომსახურების მართვის, მათ შორის, დისტანციური მართვის სერვისის გაწევის მიზნით;
  • თქვენთან ანგარიშსწორების განხორციელების, მათ შორის, თქვენთვის მომსახურების ანგარიშისა და დეტალური ამონაწერის მოწოდების მიზნით;
  • თქვენ მიერ შეძენილი მომსახურებ(ებ)ის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მათ შორის, (i) თქვენი ბალანსის ან შეძენილი მომსახურების მოცულობის მოსალოდნელი ამოწურვის, (ii) თქვენი დავალიანების და გადახდის ვადის (iii) მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის/შეწყვეტის (v) დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ან (vi) მომსახურების პირობების/ ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით;
  • თქვენი მოთხოვნის, საჩივრის/პრეტენზიის განხილვის, თქვენთვის ტექნიკური დახმარების გაწევის, დაზიანების ან ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის ჩვენი მომსახურების/პროდუქტებისა და ქსელის ფუნქციონირების ტესტირების, გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის;
  • ჩვენს ქსელში განხორციელებული თაღლითური ქმედების, ფროდის ან/და კიბერ შეტევის ინციდენტების მონიტორინგის, პრევენციის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის/შეჩერების მიზნით; ასია ნეთის ქსელის ერთიანობის უზრუნველყოფის, მათ შორის, ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის, ტრაფიკის მართვის და/ან ჩვენი საკომუნიკაციო ქსელების, მომსახურებისა და მონაცემთა სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტესტირების მიზნებისთვის;
  • თქვენი გადახდისუნარიანობის/კრედიტუნარიანობის გადამოწმების და დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით;
  • აგრეგირებული და დეპერსონალიზებული მონაცემების ფორმირების მიზნით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ (i) ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების ანალიზისა და შემდგომი განვითარებისათვის, (ii) ახალი მომსახურებების/პროდუქტების შესამუშავებლად, ისევე როგორც (ii) მენეჯერული, შიდა კორპორატიული და სხვა პირებისათვის მისაწოდებელი ანგარიშების შესამუშავებლად; (ამგვარი აგრეგირებული და დეპერსონალიზებული ფორმით შენახული მონაცემები არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან გამორიცხავს პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებას);
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, კერძოდ, ჩვენი მომსახურებების, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქტების/ერთობლივი პროდუქტების თაობაზე (რომელზეც თქვენ წვდომა გაქვთ ჩვენი შეთავაზების ფარგლებში) თქვენთვის ინფორმაციის/შეტყობინების მოწოდების მიზნით;
  • გაწეული მომსახურებების თაობაზე თქვენი ინტერესების ანალიზის, თქვენი პროფაილინგის და თქვენზე მორგებული პერსონალიზებული პროდუქტების შემუშავების მიზნით;
  • გაწეული მომსახურებების თაობაზე გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარების მიზნით;
  • პერსონალური მონაცემების გაცემასთან, შესწორებასთან, დამუშავებასთან, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თქვენი მოთხოვნების აღრიცხვისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
  • დამატებით თქვენი თანხმობის საფუძველზე,ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები დავამუშაოთ ყველა იმ სხვა მიზნისთვის, რომელზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ.

პერსონალურიმონაცემებისმოპოვებისწყაროებიდამონაცემები,რომელსაცვამუშავებთ

პერსონალური მონაცემების მოპოვება ხორციელდება კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე წყაროდან.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც თქვენ:

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოგვმართავთ ჩვენ ან ჩვენს უფლებამოსილ (მათ შორის სააგენტო და სადილერო ქსელის) წარმომადგენელს ჩვენი მომსახურების შეძენის და/ან ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, ახორციელებთ ვიზიტს ჩვენი მომსახურების ცენტრში (ფილიალში) ან გადიხართ იდენტიფიცირების პროცესს, მათ შორის, ჩვენი ონლაინ/დისტანციური პლატფორმ(ებ)ის საშუალებით;
  • მონაწილეობას იღებთ ჩვენს გამოკითხვაში, აქციაში, გათამაშებაში და/ან სხვა ფორმით შემოდიხართ ჩვენთან კომუნიკაციაში;
  • დებთ ჩვენთან ხელშეკრულებას, სარგებლობთ ჩვენი ერთი ან რამდენიმე მომსახურებით, მათ შორის, ახორციელებთ მომსახურების ცვლილებას, დამატებას ან გაუქმებას;
  • რეგისტრირდებით და სარგებლობთ ჩვენი სერვისით, მომსახურების პორტალით, იყენებთ ცხელ ხაზს ან გვიგზავნით წერილს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • მოგვმართავთ საჩივრით/პრეტენზიით, მათ შორის, დაზიანების აღმოფხვრის, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ან/და ნებისმიერი სხვა ხარვეზის გასწორების მოთხოვნით;
  • მოგვმართავთ პერსონალური მონაცემების გაცემის, გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ასევე შესაძლოა მოვიპოვოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისაგან, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობთ (მაგალითად, როუმინგული ოპერატორები და ურთიერთჩართული კომპანიები) და/ან ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.

მონაცემები,რომელსაცვამუშავებთ

პერსონალური მონაცემების კატეგორიები და დამუშავების მოცულობა დამოკიდებულია თქვენს მიერ შეძენილ/მიღებულ მომსახურებებზე, ჩვენთან განხორციელებული კომუნიკაციის ფორმაზე, თქვენს მოთხოვნაზე და თქვენს სტატუსზე (ხელშემკვრელი პირი/ მომსახურებ(ებ)ით მოსარგებლე ფიზიკური პირი).

წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლებით და მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:

  • თქვენი საიდენტიფიკაციო და უფლებამოსილების დამადასტურებელი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი/საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • მონაცემები თქვენ მიერ მიღებული მომსახურებ(ებ)ის შესახებ, მათ შორის, მონაცემები მომსახურების დამატების, გაუქმების ან ცვლილების თაობაზე;
  • ტრაფიკის მონაცემები და საბილინგო მონაცემები, მათ შორის, თქვენთვის განკუთვნილი და თქვენ მიერ წამოწყებული ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ინტერნეტ ტრაფიკის ასია ნეთსა და სხვა ურთიერთჩართულ (ლოკალურ და საერთაშორისო) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში გადაცემა/გადამისამართებისათვის საჭირო მონაცემები; მონაცემები თქვენი ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკატორის, ინტერნეტ მისამართის ან/და ადგილმდებარეობის/გეოლოკაციის თაობაზე; მიღებული მომსახურების თაობაზე მონაცემები (განხორციელებული/მიღებული მომსახურების მოცულობა/ხანგრძლივობა, თარიღი და დრო)(ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები);
  • მომსახურებისათვის დარიცხული საფასური, მომსახურების შეძენის ან ანგარიშის გადახდის თარიღი, დრო და ფორმა ასევე, თქვენი დავალიანების, გადაუხდელი ანგარიშ(ებ)ისა და დეპოზიტ(ებ)ის შესახებ მონაცემები;
  • თქვენი გადამხდელუნარიანობის/კრედიტუნარიანობის თაობაზე მონაცემები და ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია საკრედიტო/სადებეტო ბარათისა ან/და საბანკო ანგარიშის თაობაზე;
  • მომსახურებასთან დაკავშირებით, თქვენ მიერ განხორციელებული კომუნიკაციის მონაცემები, მათ შორის, ელ-ფოსტით/ფოსტით/ონლაინ საკონსულტაციო (ონლაინ ჩეთის) პროგრამით შემოსული წერილობითი ინფორმაცია, ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების აუდიო ჩანაწერი და/ან ჩვენი მომსახურების ცენტრში თქვენი ვიზიტის ვიდეო ჩანაწერი;
  • თქვენთვის მოწოდებული მომსახურების ხარისხის თაობაზე მონაცემები და დაზიანებების დეტალური სტატისტიკა;
  • თაღლითურ ქმედებებთან/ფროდთან და ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული მონაცემები;
  • ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების (რომელთა მომსახურებაზეც თქვენ წვდომა გაქვთ ჩვენი შეთავაზების/ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში) მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობისა და თქვენი ინტერესების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია ჩვენი და/ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების მომსახურებების/პროდუქტების თაობაზე მიღებული მარკეტინგული შეთავაზებებისა და შეტყობინებების შესახებ;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, წაშლის, გაცემის, დამუშავებაზე თანხმობის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია;
  • ნებისმიერი ის სხვა მონაცემი, რომლის დამუშავებაზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ და/ან რომლის დამუშავების ვალდებულებაც გვეკისრება კანონმდებლობით.

არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემები

კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს მხოლოდ სრულწლოვან, ე.ი. 18 წელს მიღწეულ მომხმარებლთან ან არადისტანციურად დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, ასევე, 16 წელს მიღწეულ მომხმარებელთან, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მომსახურებ(ებ)ით (მაგ. მობილური სატელეფონო მომსახურება) მოსარგებლე ფიზიკური პირი შეიძლება იყოს ისეთი არასრულწლოვანიც, რომლის ნაცვლად და სახელითაც ხელშეკრულებას დებს სრულწლოვანი მომხმარებელი/აბონენტი. შესაბამისად, თუკი საბოლოო მომხმარებელს წარმოადგენს არასრულწლოვანი, მომსახურების გაწევის მიზნით, ვამუშავებთ მონაცემებს წინამდებარე განაცხადის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგვაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკური პირი არის არასრულწლოვანი, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

პერსონალურიმონაცემებისგაზიარება

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები:

  • ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რომელთა მომსახურებითაც თქვენ სარგებლობთ/ისარგებლეთ ჩვენი შეთავაზების ფარგლებში (მაგალითად, როუმინგული და/ან ჩვენთან ურთიერთჩართული კომპანიები);
  • ასია ნეთის უფლებამოსილ პირებს/(ქვე)კონტრაქტორებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელით/ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენი დავალების საფუძველზე. ჩვენს (ქვე)კონტრაქტორებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ მონაცემები სხვა მიზნით, გარდა ჩვენ შორის შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და/ან გაამჟღავნონ მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემები. რიგ შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავუზიაროთ ისეთ უფლებამოსილ პირებს/ (ქვე)კონტრაქტორებს, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომელიც არ არის გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს მქონე ქვეყნების ნუსხას. (ქვე)კონტრაქტორების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მონაცემების დამუშავება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
  • შესაბამის მხარეს/პირს კომპანიის შერწყმის და/ან წილის შეძენის შემთხვევაში;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამის უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოებს და/ან სახელმწიფო უწყებებს;
  • სხვა სხვა პირებს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ იმ მინიმალური მასშტაბით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან რაც გათვალისწინებულია/სავალდებულოა კანონმდებლობით.

პირდაპირიმარკეტინგი

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი თანხმობისა და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების უზრუნველყოფის საფუძვლით.

ასია ნეთის პირდაპირ მარკეტინგს აქვს ადგილი, როდესაც თქვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატელეფონო ნომერზე/ნომრებზე და/ან თქვენს მიერ მიწოდებულ საკონტაქტო ნომერზე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონო ზარის და/ან ვიდეო/აუდიო/გამოსახულებითი შეტყობინებით), ასევე სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით (ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმა, ვებგვერდი, აპლიკაცია, TV ამონათება ან სხვა) იღებთ ინფორმაციას ჩვენი ან/და ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების ერთობლივი პროდუქტების, მომსახურებების, ფასდაკლებების, აქციების, გათამაშებების, პრიზების, თქვენზე მორგებული, პერსონალიზებული პროდუქტების/სერვისების და სხვა სიახლეების შესახებ. თუ თქვენ უარს განაცხადებთ ასია ნეთის პროდუქტების პირდაპირ მარკეტინგზე, თქვენ ვერ მიიღებთ ინფორმაციას ასია ნეთის ფასდაკლებების, აქციების, შემოთავაზებების ან სხვა სიახლეების შესახებ და ვერ ისარგებლებთ თქვენზე მორგებული პროდუქტებით/მომსახურებებით ან ფასდაკლებებით.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასია ნეთმა შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს სხვა კომპანიების/მესამე პირების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის (სხვა კომპანიების/ მესამე პირების კატეგორიები იხ. დანართში) და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატელეფონო ნომერზე/ნომრებზე და/ან თქვენს მიერ მიწოდებულ საკონტაქტო ნომერზე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონო ზარის და/ან ვიდეო/აუდიო/გამოსახულებითი შეტყობინებით), ასევე სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით (ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმა, ვებგვერდი, აპლიკაცია, TV ამონათება ან სხვა) მოგაწოდოთ ინფორმაცია მესამე პირების პროდუქტების, მომსახურებების, ფასდაკლებების, აქციების, გათამაშებების, პრიზების, თქვენზე მორგებული პერსონალიზებული პროდუქტების/სერვისების და სხვა სიახლეების შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი უარი, კერძოდ, რომ ჩვენ თქვენი პერსონალური მონაცემები არ დავამუშაოთ სხვა კომპანიების/მესამე პირების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, არ გულისხმობს, რომ ასია ნეთი დაბლოკავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა კომპანიების ქსელებიდან შემოსულ ან სხვა კომპანიების/მესამე პირების მიერ გამოგზავნილ იმ მარკეტინგულ შეტყობინებებს, რომელიც არ ეფუძნება თქვენს მიერ ასია ნეთისთვის გაცემულ თანხმობას. ამგვარ შემთხვევებში ასია ნეთი მოქმედებს როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და უზრუნველყოფს შეტყობინების გატარებას/თქვენამდე მოტანას.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ შემდეგი მონაცემები: თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, თქვენს მიერ ასია ნეთისათვის მოწოდებული, მომსახურების გაწევის შედეგად ასია ნეთისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის ლოკაციის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები) ან/და ამგვარი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია თქვენი პროფილის/სეგმენტის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, მოგვთხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემების დამუშავებისა (მათ შორის პროფაილინგის) და მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა (გაითხოვოთ თქვენი თანხმობა), როგორც ქვემოთ მოცემული კომუნიკაციების ფორმებით (იხ. როგორდაგვიკავშირდეთ), აგრეთვე იმავე ფორმით, რა ფორმითაც ასია ნეთი ახორციელებს მარკეტინგული შეტყობინების გამოგზავნას; მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მარკეტინგული შეტყობინების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ თანდართულ SMS ნომერზე გამოაგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინების მიღების შეწყვეტის მოთხოვნა.

ჩვენ ვალდებული ვართ შევწყვიტოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავება თქვენი შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

პერსონალურიმონაცემებისშენახვისვადები

პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, აპარატურის/მოწყობილობის მონაცემებსა და მომსახურების გაწევის/მოწოდების თაობაზე მონაცემებს ვინახავთ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან/დასრულებიდან არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო გადახდების შესახებ ინფორმაციას, ისევე როგორც მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი) - მომსახურების გაწევიდან/კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში;

მონაცემების შენახვისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ამ მონაცემების წაშლას ან განადგურებას.

თქვენიუფლებები

თქვენ უფლება გაქვთ:

  • გამოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება თქვენს შესახებ;
  • გაეცნოთ და მიიღოთ იმ მონაცემების ასლები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
  • მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
  • სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
  • მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის იმგვარი ინციდენტის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

თქვენ უფლება გაქვთ, ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოთ მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.

მონაცემთაგამოყენებისშეწყვეტა,წაშლაანგანადგურება

თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება.

თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას ან/და წავშლით ან გავანადგურებთ თქვენს მონაცემებს.

ჩვენ შესაძლოა უარი გითხრათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა საფუძველი, მაგ: მონაცემთა შენახვის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემების შენახვა საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც განხორციელდა მონაცემთა შეგროვება, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად. უარის შემთხვევაში თქვენ განგემარტებათ უარის თქმის საფუძველი და ასევე გეცნობებათ აღნიშნული უარის გასაჩივრების წესი.

გთხოვთ,გაითვალისწინოთ,რომთუთქვენმოითხოვთისეთიმონაცემებისდამუშავებისშეწყვეტას,რომელიცაუცილებელიათქვენთვისხელშეკრულებითგანსაზღვრულიმომსახურებისმოწოდებისათვის,ჩვენვეღარშევძლებთთქვენთვისშესაბამისიმომსახურებისგაწევას.

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მომსახურებ(ებ)ითმოსარგებლეფიზიკურიპირისსპეციფიკურიპირობები

თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, როგორც მომსახურებ(ებ)ით მოსარგებლე (არახელშემკვრელი) ფიზიკური პირი, ჩვენ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ამ განაცხადის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ რომ:

  • ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები ჩვენს აბონენტს/ხელშემკვრელ პირს, რომელთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ფარგლებშიც თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებებით (მაგალითად, ანგარიშსწორების ან/და მომსახურების ხარისხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით);
  • თქვენზე გავრცელდება ჩვენი ხელშემკვრელი მხარის/აბონენტის მიერ გაცემული თანხმობა თქვენი მონაცემების შესაბამისი მიზნით დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასეთ შემთხვევაში, აბონენტმა უნდა უზრუნველყოს თქვენი ინფორმირება და დარწმუნდეს, რომ თქვენ იზიარებთ მის მიერ გაცემულ თანხმობა(ებ)ს, მათ შორის თანხმობებს პირდაპირ მარკეტინგზე;
  • თქვენ, უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, გამოიხმოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გაცემული თანხმობა წინამდებარე განაცხადში მოცემული წესით, მათ შორის, იმავე ფორმით რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინების თქვენთვის გამოგზავნა (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პირდაპირიმარკეტინგი);
  • რიგი უფლებების განსახორციელებლად (მათ შორის, თქვენ შესახებ შენახული პერსონალური მონაცემების გამოთხოვის და/ან მონაცემების წაშლის/განადგურების თაობაზე მოთხოვნის დასაფიქსირებლად) თქვენ დაგჭირდებათ შესაბამისი (ჩვენი ხელშემკვრელი/აბონენტი) პირისგან გაცემული თქვენი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

როგორდაგვიკავშირდეთ

წინამდებარე განაცხადთან, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის და/ან მოთხოვნის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

  • ეწვიეთ ჩვენს მომსახურების ცენტრ(ებ)ს სამუშაო საათებში.
  • დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში 042 2 300 444;
  • გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@asianet.ge

ასია ნეთი ვალდებულია თქვენი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ გაცნობოთ ან გაცნობოთ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ტერმინთაგანმარტება

აბონენტი/მომხმარებელი-ასია ნეთის ხელშემკვრელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე/პირზე;

კომპანია/ასია ნეთ/ ჩვენ − ამ განაცხადის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

კონტრაქტორი- ისეთი უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენსკომპანიის ხელშემკვრელ მხარეს, მოქმედებს მისთვის და მისი სახელით და რომელიც მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით ამუშავებს ამავე მომხმარებლების მონაცემებს;

სხვაკომპანია/მესამე პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა დანართში მითითებულ კატეგორიებში შემავალ საქმიანობას/მომსახურებას;

სხვა პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, ასია ნეთისა, უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები ასია ნეთის ან უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;

მომსახურება- ასია ნეთის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ძირითადი/დამატებითი მომსახურება და პროდუქტი, მათ შორის, ფიქსირებული და მობილური სატელეფონო, ინტერნეტ/მონაცემთა გადაცემის, SMS, ტრანზიტული მაუწყებლობისა (Pay-TV) და გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია (VOD) მომსახურება;

მონაცემი/პერსონალური მონაცემი -ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.

პარტნიორი - ნებისმიერ სხვა პირი, ვისთან ერთადაც კომპანია სთავაზობს/ახორციელებს ერთობლივ პროდუქტებს/მომსახურებებს. .

პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.

უფლებამოსილი პირი - დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება), რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიისთვის ან მისი სახელით.

ასიანეტ - სანდო ინტერნეტ პროვაიდერი

გჭირდებათ დახმარება? ჩვენ მზად ვართ 24/7 დაგეხმაროთ

გაიგეთ მეტი