საქართველო, ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #1

პორტალით სარგებლობის წესები

1.სარგებლობის წესები

1.1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასია ნეთ საიდ. კოდი: 445779818, მისამართი: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, N1ა, სართული 5, სადარბაზო D, ბინა D405

(შემდგომში - ოპერატორი), საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპლიკაციით portal.asianet.ge (შემდგომში - „პორტალი“), წინამდებარე პორტალით სარგებლობის წესების (შემდგომში - სარგებლობის წესები) შესაბამისად.

1.2 პორტალი არის ოპერატორის შექმნილი თვითმომსახურების პროგრამა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და დისტანციურად მიიღოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განახორციელოს შეძენა, მომსახურების საფასურის გადახდა და სხვა სახის ქმედებები.

1.3 პორტალით სარგებლობისათვის თქვენ უნდა დაეთანხმოთ წინამდებარე სარგებლობის წესებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სარგებლობის წესებზე დათანხმებით, თქვენ ასევე გაცნობილი ხართ და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე:www.asianet.ge.

1.4 პორტალით სარგებლობა შეგიძლიათ თუ თქვენ გაქვთ ოპერატორის მიერ გაცემული სააბონენტო ნომერი (შემდგომში - „სააბონენტო ნომერი“).

2. პორტალზე რეგისტრაცია და ავტორიზაცია

2.1 პორტალზე (თავდაპირველი) რეგისტრაცია ხორციელდება, პორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად აბონენტის ნომრის პორტალის შესაბამის ველში შეყვანის გზით. თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქტივაციის კოდით (შემდგომში - აქტივაციის კოდი). შემდგომ ეტაპზე, პორტალზე აქტივაციის კოდის შესაბამის ველში შეყვანის გზით თქვენ არჩევთ თქვენთვის სასურველ პაროლს, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციის დასრულებას.

2.2 რეგისტრაციის შემდგომ, თითოეულ შემთხვევაში პორტალით სარგებლობისათვის, პორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად თქვენ დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა შერჩეული პაროლის გამოყენებით.

2.4 ოპერატორის ინტერნეტ მომსახურების სარგებლობისას საკონტაქტო ნომერი წარმოადგენს ოპერატორის მხრიდან თქვენთან დასაკავშირებელ თქვენ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ისეთ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აქტივაციის კოდის და სატელეფონო ზარის მიღება. ოპერატორის ინტერნეტ მომსახურების მისაღებად თქვენი საკონტაქტო ნომერი ინახება ოპერატორის მონაცემთა ბაზაში. ოპერატორის მონაცემთა ბაზაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე აქტივაციის კოდის გაგზავნა მიიჩნევა რომ ის გამოგზავნილია თქვენთვის. თქვენი მხრიდან საკონტაქტო ნომრის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ოპერატორს.

2.5 პორტალზე საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრაციისას შესაძლებელია მხოლოდ ამ საინდეტიფიკაციო ნომრის ქვეშ არსებულ მომსახურებებთან დისტანციური წვდომა და მათი ნებადართული მართვა. აღნიშნული პირობა არ ზღუდავს სარგებლობის წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სააბონენტო ნომრის/საიდენტიფიკაციო ნომრის დამატების უფლებას.

3. პორტალით სარგებლობა

3.1 პორტალით სარგებლობას თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ისეთი ტერმინალური მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც გააჩნია მონაცემთა გადაცემა-მიღების ფუნქცია, გააჩნია შესაბამისი თავსებადობა და კავშირი აქვს ინტერნეტთან.

3.2 პორტალი გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ ოპერატორის მიერ შეთავაზებული და პორტალზე განთავსებული მომსახურებების:
თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე შეკვეთა, მათ შორის პაკეტების შეძენა, დამატება, შეცვლა, გაუქმება

3.3 პორტალი ასევე გაძლევთ საშუალებას იხილოთ, როგორც თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე, ასევე დამატებულ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე გააქტიურებული (შეკვეთილი) მომსახურებების და პაკეტების ჩამონათვალი და კონკრეტული მომსახურების ფარგლებში გააქტიურებული (შეკვეთილი) ერთეულები - ხანგრძლივობების, მოცულობების(მეგაბაიტები) და მოკლე ტექსტური შეტყობინებების/მულტიმედიური შეტყობინებების მითითებით და განხორციელებული ოპერაციების ისტორია.

3.4 პორტალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენ სააბონენტო ნომრისათვის ან საიდენტიფიკაციო ნომრისათვის პორტალზე მითითებული ოპერატორის მომსახურებების საფასურის გადახდა და დავალიანების დაფარვა როგორც თქვენი სააბონენტო ნომრის ანგარიშიდან, ასევე საბანკო ბარათის მეშვეობით. დამატებითი სააბონენტო ნომრის ან დამატებითი საიდენტიფიკაციო ნომრისათვის ოპერატორის მომსახურებების საფასურის გადახდა და დავალიანების დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საბანკო ბარათის მეშვეობით.

3.5 პორტალის საშუალებით ცალკეული ინფორმაციის/მომსახურებების მიღებისათვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს საფასური, ისევე როგორც დამატებითი დაცვითი საშუალებები.

3.6 თქვენ აცნობიერებთ, რომ საბანკო ბარათი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებთ გადახდას უნდა იყოს თქვენს მართლზომიერ სარგებლობაში და სრულ პასუხისმგებლობას იღებთ განხორციელებულ საგადახდო ოპერაციებზე.

4.ზოგადი დებულებები

4 .1 პორტალის ფუნქციონირების თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერატორს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პორტალით სარგებლობის წესები, ვიზუალური მხარე, მისამართი ინეტერნეტში, მართვის და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს პორტალის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილების შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას პორტალზე ვიზიტისას.

4 .2 გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პორტალით სარგებლობა გულისხმობს ინტერნეტის აქტიურ გამოყენებას, ოპერატორი გარანტიას არ იძლევა, რომ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ამასთან პორტალით სარგებლობისას არ არსებობს მხარეთა შორის პორტალის ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ შეთანხმება. გამომდინარე აქედან, თქვენ აცნობიერებთ, რომ პერიოდულად პორტალი შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის სამუშაოების ან სხვა, მათ შორის მესამე პირთა მხრიდან გამოწვეული მიზეზებით, რისთვისაც ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი.

4 .3 თქვენს მიერ მითითებულ სააბონენტო ნომერზე, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო ნომერზე მიღებული აქტივაციის კოდით პორტალზე რეგისტრაცია, ავტორიზაცია (მათ შორის ავტომატური რეგისტრაცია/ავტორიაცია) და პორტალის გამოყენებით განხორციელებული თქვენი ნებისმიერი ქმედება და ოპერაცია მიიჩნევა თქვენს მიერ განხორციელებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ აქტივაციის კოდის და პაროლის დაცულობისათვის და უსაფრთხოებისათვის. თქვენი ვარაუდით აქტივაციის კოდის ან პაროლის შესაძლო არასანქცირებული გამოყენების შემთხვევაში დროულად უნდა მოახდინოთ რეაგირება და შეატყონოთ ამის შესახებ ოპერატორს, რათა ოპერატორმა დროულად მოახდინოს პორტალის ბლოკირება. ასეთ შეტყობინებამდე განხორციელებულ ქმედებებზე/ოპერაციებზე და მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

4 .4 თქვენთვის ცნობილია და წინასწარ ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს პორტალით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მომსახურების შეკვეთით, პაკეტის შეძენით, შეცვლით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით, როგორც უშუალოდ თქვენ სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე, ასევე დამატებით სააბონენტო ნომერზე და საიდენტიფიკაციო ნომერზე. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ოპერატორს ან მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

4 .5 თუ ოპერატორისათვის, ნებისმიერ დროს ცნობილი გახდა რაიმე ფაქტი, რომელიც ოპერატორის აზრით ადასტურებს თქვენ მიერ პორტალით/საბანკო ბარათით სარგებლობის არამართლზომიერებას, არასანქცირებულ შეღწევას, არაკეთილსინდისიერაბას ან ისეთ შემთხვევას, რა დროსაც თქვენი მხრიდან პორტალით სარგებლობა ზიანს აყენებს ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს ოპერატორისათვის ან მესამე პირთა მიმართ ან ზღუდავს მესამე პირთა უფლებებს, ოპერატორი უფლებამოსილია, შეტყობინების გარეშე დაბლოკოს პორტალი და შეაჩეროს თქვენი მხრიდან პორტალით სარგებლობა, ისევე როგორც საბანკო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად სააბონენტო ანგარიშზე არსებული თანხის/მომსახურების შეჩერება. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ოპერატორს ან/და მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

4 .6 თქვენი უფლებების და ინტერესების დაცის მიზნებისათვის, ოპერატორს უფლება აქვს დაბლოკოს ან შეაჩეროს პორტალით სარგებლობა თუ ოპერატორის აზრით ადგილი აქვს თქვენი პორტალით არასანქცირებულ სარგებლობას.

4 .7 ოპერატორი არ აგებს პასუხს ისეთ მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია ან წარმოიშობა თქვენი მხრიდან ოპერატორის მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების/მომსახურების პირობების/მომსახურების ხელშეკრულების, წინამდებარე სარგებლობის წესების ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევიდან.

4 .8 ოპერატორის პასუხისმგებლობა გამოირიცხება მიყენებული არაპირდაპირი ზიანისათვის ან ისეთი ზიანისათვის რაც თავის მხრივ გამოწვეულია მონაცემთა სრული ან ნაწილობრივი დაკარგვით ან განადგურებით ან თუ მის მიერ ვალდებულებების შეუსრულობელობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, რაც სცდება ოპერატორის გონივრული კონტროლის ფარგლებს, მათ შორის გამოწყვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.

4 .9 თქვენ მიერ პორტალით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებული ტერმინალური მოწყობილობის თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობაზე და ასეთი მოწყობილობის ფუნქციონალობაზე, აქედან გამომდინარე ოპერატორი პასუხს არ აგებს თქვენ მიერ პორტალით სარგებლობის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე.

ასიანეტ - სანდო ინტერნეტ პროვაიდერი

გჭირდებათ დახმარება? ჩვენ მზად ვართ 24/7 დაგეხმაროთ

გაიგეთ მეტი