საქართველო, ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #1
AsiaNet-ის აბონენტური მომსახურების დაბრუნების პოლიტიკა
(ონლაინ და არანაღდი გადახდებისათვის)
AsiaNet-ის აბონენტური მომსახურების ფარგლებში, ყველა ონლაინ არხით (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია და სხვა) და სხვა არანაღდი გადახდის მეთოდებით (საბანკო/საკრედიტო ბარათი, გადარიცხვა, ავტომატური გადახდის დავალება და სხვ.) შესრულებული გადახდები ემორჩილება შემდეგ პირობებს:
1. თანხის დაბრუნების აკრძალვა
• ონლაინ ან არანაღდი გზით შესრულებული გადახდები არის საბოლოო და თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, სარგებლობდა თუ არა მომსახურებით.
(აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს სისტემის სპეციფიკიდან და აბონენტური მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე. )
2. ბალანსის განკარგვა და მოხმარება
• გადახდილი თანხა ირიცხება აბონენტის ანგარიშზე, როგორც ბალანსი, რომელიც ყოველ დღიური ტარიფის შესაბამისად გამოიყენება.
• ბალანსის განულების ან მინუსში გადასვლის შემთხვევაში, ინტერნეტის მიწოდება ავტომატურად შეწყდება.
3. ბალანსის გამორთვის რეგულირება:
• ბალანსის მინუსში გადასვლის შემთხვევაში, მომსახურების აღსადგენად აბონენტმა უნდა დაფაროს სრული პაკეტის ღირებულება.
4. ნაწილობრივი მოხმარება და თანხის დაბრუნება:
• სანამ ბალანსზე თანხაა, მომხმარებელი აგრძელებს სერვისით სარგებლობას ყოველდღიური ტარიფის მიხედვით.
• უკვე გამოყენებული თანხის დარჩენილი ნაწილი თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მომხმარებელთა სრული ინფორმირებულობის მიზნით, გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ და დაადასტუროთ აღნიშნული პირობები.